Wednesday, November 28, 2018

გლობალური დათბობა



მასწავლებელი: ნესტან კაკაურიძე
საგანი: ბიოლოგია
კლასი-   IX
თემა: რა არის გლობალური დათბობა და როგორ შეიძლება მისი შედეგების თავიდან აცილება?
დრო-45 წთ.
მოსწავლეთა პროფილი:   10  მოსწავლე,  მათ შორის სსსმ  მოსწავლე  არ  არის.
გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლე გააცნობიერებს გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებს, მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით იმსჯელებს  გლობალური დათბობით გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეებზე და  დასახავს ამ პრობლემის თავიდან აცილების გზებს.
გაკვეთილის ტიპი:  პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი.
შედეგი: მოსწავლეები გაიაზრებენ გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეებს და მოიპოვებენ ინფორმაციას სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის შესახებ, იმსჯელებენ მისი თავიდან აცილების გზებზე.
სტანდარტი:  ბიოლ.IX.9.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.                                                                                                                                    ბიოლ IX.9.1  მოიპოვებს ინფოსმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანტროპოგენური ფაქტორის ზემოქმედების შესახებ.
ბიოლ: IX.9.2  ასახელებს ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოს ლოკალური და გლობალური ცვლილებების მაგალითებს. გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ.  
კვლ.3. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო სასუალებების გამოყენებით.                                                                                                          
წინარე ცოდნა:   ეკოსისტემა. ეკოსისტემაზე მოქმედი ფაქტორები. ბიოგეოქიმიური ციკლი. ნახშირბადის ციკლი.
შეფასება და თვითშეფასება:   განმსაზღვრელი, განმავითარებელი, ჯგუფური და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები, ურთიერთშეფასება.
სასწავლო რესურსები:  დაფა ,ცარცი, IX კლასის სახელმძღვანელო, PPT პრეზენტაცია. ლეპტოპი, პროექტორი, ინტერნეტ მასალები. ანიმაციური ფილმი „ბალანსი, წონასწორობა“. თვალსაჩინოება: ნახშირბადის ციკლის სქემა.
   I ფაზა - გამომწვევის ფაზა.                                                                                                                                    აქტივობაN1:     მისალმება და მიზნის გაცნობა  ორგანიზების ფორმა-მთელი კლასი,ხანგრძლივობა- 2 წუთი.                                        
 აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა დაინტერესება.                                                                                 აქტივობის აღწერა: გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს. წავიკითხავ შესაბამისი ტონითა და ინტონაციით, რომ მოსწავლის ყურადღება არ გაიფანტოს.                                          შედეგი: მოსწავლეებს დააინტერესებთ ახალი გაკვეთილის თემა და ის მიზნები,რომელთა მიღწევაც უნდა შეძლონ ამ გაკვეთილზე.                                                                                              აქტივობა N2:  გონებრივი იერიში. ორგანიზების ფორმა-ინდივიდუალური,   ხანგრძლივობა-10 წუთი.                                                
 აქტივობის მიზანი:  წინარე ცოდნის გააქტიურება.                                                                               აქტივობის აღწერა:  წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ვსვამ მაპროვოცირებელ შეკითხვებს.                                                                                                                                                 1 .რას ეწოდება ეკოსისტემა?                                                                                                                    2. დაასახელეთ ეკოსისტემაზე მოქმედი ფაქტორები.                                                                 
3. განმარტეთ ტერმინი „ბიოგეოქიმიური ციკლი“.
4. რა წარმოადგენს ნახშირბადის ბიოტურ რეზერვუარებს?                                                                                         5. წარმოადგენს ნახშირბადის აბიოტურ რეზევუარებს?
6. რომელი პროცესები უწყობს ხელს ნახშირბადის გარემოში მიმოქცევას?                                                                                                               7. რომელ რეზერვუარს - ბიოტურს თუ აბიოტურს მიაკუთვნებენ საწვავის საბადოებს?                                                                                                                   8. არიან თუ არა ისინი ჩართულნი ნახშირბადის ბუნებრივ ციკლში?
შედეგი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე  ცოდნას და გაეზრდებათ მოტივაცია.                                                                                                                აქტივობა N3: საშინაო დავალების პრეზენტაცია. ხანგრძლივობა - 10 წუთი. ორგანიზების ფორმა - ჯგუფური.                                                                           
 აქტივობის მიზანი: მოძიებული ინფორმაციის საშუალებით მოსწავლეები გააცნობიერებენ და იმსჯელებენ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი ზრდის გამომწვევი მიზეზების შესახებ.                                                            
 აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ ინფორმაციის მოპოვება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცეენტრაციის მკვეთრი ზრდის გამომწვვი მიზეზების შესახებ.
 დავყოფ მოსწავლეებს 5კაციან ჯგუფებად (2 ჯგუფი ) და დაურიგებ ბარათებს ჯგუფში მსჯელობისათვის. კლასს წარუდგენ თვალსაჩინოებას ნახშირბადის ციკლის სქემას. ვთხოვ ჯგუფებს სქემის გამოყენებით შეასრულონ დავალება.
  ბარათი  1.   - დააკვირდი ნახშირბადის ციკლის სქემას: რამ შეიძლება გამოიწვიოს ნახშირბადის კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში?
-         კარბონატების შემცველი ნახშირბადი უფრო სწრაფად ერთვება ბიოგეოქიმიურ ციკლში თუ ატმოსფერული ნახშირორჟანგის შემადგენლობაში შემავალი?
    ბარათი  2.  - დააკვირდი ნახშირბადის ციკლის ილუსტრაციას და დაასახელე ის       ერთადერთი პროცესი, რომელიც ამცირებს ნახშირორჟანგის კონცენტრაციას ატმოსფეროში?
-         რა კავშირს ხედავ ტყეების ფართობის შემცირებასა და  ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდას შორის? 
ჯგუფში ხდება ლიდერის არჩევა, მოძიებული ინფორმაციის გაცვლა, შეჯერება. ჯგუფიდან ერთი ლიდერი აკეთებს პრეზენტაციას.  დრო - 3 წთ.
 ურთიერთშეფასება ხდება ქულებით და კომენტარებით..       პრეზენტაციის რუბრიკის მიხედვით. (იხილეთ დანართი 1). შეფასების ფორმა განმსაზღვრელი, განმავითარებელი.     
 შედეგი: მოსწავლეები გაიაზრებენ და იმსჯელებენ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი ზრდის გამომწვევ მიზეზებზე.
II ფაზა -სიღრმისეული წვდომა.                                                                                                                                                                                                                               აქტივობა N4. მინი ლექცია. ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი. ხანგრძლივობა -10 წუთი.                                               აქტივობის მიზანი: სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზებისა და მოსალოდნელი შედეგების გაცნობა.                                                                      
აქტივობის აღწერა:  მინი ლქციის საშუალებით მოსწავლეებს გავაცნობ სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებს. ვიდეო რგოლის საშუალებით ვაჩვენებ იმ უარყოფით შედეგებს და მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც შეიძლება მოჰყვეს სათბურის ეფექტსა და გლობალურ დათბობას.გავამახვილებ ყურადღებას საერთაშორისო კვლების შედეგებზე, კერძოდ იმ 10 მსოფლიო საოცრებაზე, რომელსაც გლობალურო დათბობის გამო 2030 წლისათვის  გაქრობა ემუქრება. (დანართი 2).
 შედეგი:  გაიაზრებენ სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებს.                                                                            
 აქტივობა N5.  არგუმენტირებული დისკუსია . ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი. ხანგრძლივობა - 9 წუთი.                                                                        
 აქტივობის მიზანი:  გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზებისა და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების გზების ძიება.                                              
  აქტივობის აღწერა:  ვუსვამ კლასს მაპროვოცირებელ კითხვებს:
-         რა ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები შეიმჩნევა დღეს დედამიწაზე, რატომ უწოდებენ მათ გლობალურ პრობლემებს და როგორ უნდა აიცილოს კაცობრიობამ ეს საფრთხე?
კლასში აღნიშნული პრობლემის ირგვლივ იმართება დისკუსია.
  შედეგი:  მოსწავლეები გაიაზრბენ გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებს, დასახავენ ამ პრობლემის მოგვარების  გზებს .                                                                                                                                          
         III ფაზა-რეფლექსია                                                                                                                                  აქტივობა N6.  ანიმაციური ფილმის „ბალანსი, წონასწორობა“ ჩვენება. ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი. ხანგრძლივობა - 6 წუთი.                                                                  
 აქტივობის მიზანი:  ბუნებაზე ადამიანის მომხვეჭელური დამოკიდებულების გამო ბალანსისა და წონაწორობის დარღვევის გაცნობა.                                        
 აქტივობის აღწერა:  ანიმაციური ფილმის საშუალებით მოსწავლეებს ვაჩვენებ თუ რა ბალანსი და წონასწორობა არსებობდა ადამიანებსა და ბუნებას შორის და როგორ დაირღვა ის ადამიანის  ბუნებისადმი მომხვეჭელური დამოკიდებულების გამო. მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ თუ, როგორ ცდილობს ბოლოს ადამიანი ამ ბალანსის აღდგენას. იმსჯელებენ ფილმის გარშემო და გააკეთებენ დასკვნას.  ( იხ. დანართი 3 )                                                       
 შედეგი: მოახდენენ მიღებული ცოდნის რეფლექსიას, თუ რამდენად გაიგეს ახალი მასალა. შეფასება განმავითარებელი,განმსაზღვრელი. შეფასების რუბრიკების მიხედვით.                                                              აქტივობაN7 საშინაო დავალების ინსტრუქციის მიცემა.ხანგრძლივობა -  2 წუთი. დავალება:  მოამზადონ რეფერატი და მომდევნო გაკვეთილისათვის წარმოადგინონ კლასის წინაშე  „საქართველოში სათბურის  ეფექტისა და გლობალური დათბობის მოსალოდნელი საფრთხების და მათი თავიდან აცილების გზების შესახებ“.








Sunday, November 18, 2018

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, გენმოდიფიცირებული საკვები და ბიოლოგიური უსაფრთხოება






                 გაკვეთილის გეგმა        
       
საგანი-ბიოლოგია                                                                                               კლასი- X

სახელი, გვარი      
ნესტან კაკაურიძე 
თემის სახელწოდება
გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული საკვები
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
შედეგი: ბუნებისმ.X.2მოსწავლე აფასებს გენეტიკაში დაგროვილი ცოდნის მნიშვნელობას, მსჯელობს მათი გამოყენების პერსპექტივებზე.            
ინდიკატორი:2.7.განიხილავს გენური ინჟინერიის  დადებით და უარყოფით მხარეებს აყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ.
სწავლის შედეგები
·         მოსწავლეები გაიაზრებენ რას ნიშნავს  გმო-ორგანიზმი და გმო- საკვები.
·          იმსჯელებენ გმო-ორგანიზმების საკვებად  გამოყენებისას მოსალოდნელი საფრთხეების გარშემო.
·         მოიძიებენ ინფორმაციას გმო-საკვები მცენარეების კულტივრებისა და გამოყენების შესახებ.
·         .შეაფასებენ გენური ინჟინერიის დადებით და უარყოფით მხარეებს.  
·          შეისწავლიან  საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ .
მიმდინარე აქტივობები და დრო
გაკვეთილის  I ფაზა-შესავალი (20წთ )                                                 
გაიხსენებენ გენური ინჟინერიის არსს.
1. აქტივობა: კითხვა-პასუხი .                                                                            1.რა მექანიზმებით ხორციელდება გენების ხელოვნური მანიპულაცია?                                                                                                        2. რა როლს ასრულებს ფერმენტები: რესტრიქტაზები, პოლიმერაზები და  ლიგაზები   გენურ ინჟინერიიაში?                                                 3.რას  უწოდებენ  კლონირებად ვექტორებს? 4. რა მნიშვნელობა აქვს გენურურ ინჟინერიით მიღებულ ინსულინს?
( დრო   3წთ  )                      

2. აქტივობა :საშინაო დავალების პრეზენტაცია.                                                                  მოსწავლეებს დავალებათ ჰქონდათ, ინფორმაციის მოძიება გმო- ორგანიზმების და  მათი საკვებად გამოყენების შესახებ .
 დავყოფ   მოსწავლეებს 3-4 კაციან ჯგუფებად (6ჯგუფი)  და დავურიგებ  ბარათებს ჯგუფში  მსჯელობისათვის:
 1.ბარათი- რა არის გმო საკვები?
 2. ბარათი -რატომ ინტერესდებიან    გმო-ორგანიზმებით?
3.ბარათი-.რით განსხვავდება გმ  ორგანიზმები  სელექციის გზით მიღებული  ორგანიზმებისაგან?
4. ბარათი.-არის თუ არა გმო-ორგანიზმები  სტაბილური?
 5.ბარათი-არის თუ არა გმო-პროდუქტი უსაფრთხო?
6. ბარათი -რა რისკ ფაქტორები ახლავს თან გმო-ის გარემოში გავრცელებას?                       
    ჯგუფებში ხდება:  ლიდერის  არჩევა,  მოძიებული ინფორმაციის გაცვლა, შეჯერება, პრეზენტაცია .მოსწავლეები აკეთებენ   პრეზენტაციას ისტ-ის გამოყენებით.                                                               ჯგუფიდან ერთი მოსწავლე, ლიდერი აკეთებს პრეზენტაციას, დრო აქვს 3წთ.  (მოსწავლეთა მიერ  მომზადებული ინფორმაციები: იხილეთ დანართიN2.)                                                                                 ურთიერთშეფასება ხდება  ქულებით  და კომენტარებით  პრეზენტაციის რუბრიკის მიხედვით.(იხ. დანართი 1) ( შეფასების ფორმა განმსაზღვრელ- განმავითარებელი)      
   (დრო      20წთ )                                                                                          

გაკვეთილის ფაზა -I I ძირითადი ნაწილი (20წთ)                        მასწავლებელი მოსწავლეების წინაშე აყენებს ახალ პრობლემებს:              .როგორ ფიქრობთ: 1. არის თუ არა  საქართველოში გმ ორგანიზმები ?                                                                                                           2. მოქმედებს თუ არა მარეგულირებელი სისტემა საქართველოში   გმო-ის  ბიოუსაფრთხოების თვალსაზრისით?    სთხოვს შეავსონ ცხრილის  მარცხენა მხარე
ჩემი აზრით
      სინამდვილეში
 (დრო   2წთ)
  შემდეგ     გადაშალონ  სახელმძღვანელო  და  წაიკითხონ ტექსტი. იმსჯელონ, შეაჯერონ მოსაზრებები,  შეავსონ ცხრილის მარჯვენა მხარე და მოემზადონ პრეზენტაციისთვის.  (მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები, იხ . დანართი3)  ჯგუფიდან ერთი (ლიდერი) აკეთებს პრეზენტაციას,პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
. (დრო   18წთ )                                                                                       
გაკვეთილის III ფაზა-დასკვნითი ნაწილი ( 2წთ)                                                   მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა პასუხებს  და აძლევს ინსტრუქციას  ჩასატარებელ კვლევასთან დაკავშირებით.                                                                                   კვლევა:აირჩიე 18- 40 წლამდე 2 რესპოდენტი , ჩაატარე გამოკითხვა და შეავსე ანკეტა.                                                                                                        ანკეტა:                
კითხვა
პასუხი
1.რა იცით გმო ორგანიზმების შესახებ?

2.აკვირდებით შესაძენი პროდუქტის ეტიკეტს?

3.რას მიიჩნევთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტად?

4.უნდა დაარეგულიროს თუ არა სახელმწიფომ კანონმდებლობით  გმ-პროდუქტების შემოტანა და გაყიდვა?

  მომდევნო გაკვეთილზე მოხდება კვლევის შედეგების ანალიზი                                                                                    
შეფასება
ურთიერთშეფასება  რუბრიკის მიხედვით,

რესურსები
ლეპტოპი, პროექტორი, სახელმძღვანელო(ატორები: მ.სეხნიაშვილი,დ. ლორთქიფანიძე. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“ ,  დამხმარე სახელმძღვანელო-ნ. კემბელი, ჯ. რისი, ინტერნეტ- მასალები.



დანართი1

  ამ შემთხვევაში თითოეულ კრიტერიუმში მოსწავლეს  ენიჭება 0, 1, ან 2 ქულა. მაქსიმალური-10 ქულა.
                
 პრეზენტაციის რუბრიკის სქემა

1.საკითხის   გასაგებად  წარმოდგენა

2.პრობლემის გადაჭრის სწორი გზის შეთავაზება

3.თვალსაჩინოება წარმოდგენილი ისტ-ის საშუალებით

4.ადექვატური პასუხები დასმულ შეკითხვებზე

5.დროის ლიმიტის დაცვა


სულ


დანართი 2

რა არის გენური ინჟინერია და რა არის გმო საკვები?

  გენური ინჟინერია, ცნობილია, როგორც გენური მოდიფიკაცია ,ეს არის ახალი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს გენებით მანიპულაციას. ის საშუალებას აძლევს მეცნიერებს შეცვალონ ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური კოდი (ანუ დნმ)


 გენური ინჟინერია გულისხმობს ხელოვნურ მანიპულაციებს უჯრედულ დონეზე და უზრუნველყოფს ერთი სახის ორგანიზმიდან დნმ-ის გადატანას სხვა, არამონათესავე ორგანიზმში.




                     
 მსგავსი ტექნოლოგია გენების კომპლექტის სხვადასხვა არევას გულისხმობს, რომ
მიიღონ სრულიად ახალი და განსხვავებული ორგანიზმები, რომლებიც აქამდე არ 
არსებობდა. ამ მეთოდით შეიძლება თევზის გენის შემცვლელი ხილი ან ბოსტნეული,
მწერის გენის შემცველი მცენარეები, ადამიანის გენის შემცველი ღორი ან თხა და ა.შ.
 გენების გადატანას ახორციელებენ ბაქტერიების ან ვისუსების საშუალებით, რომელზეც მიბმულია მთელი გადასანერგი კომპლექტი, ან იყენებენ ე.წ. "გენების ქვემეხს" და გადასანერგი კომპლექტებით ბომბავენ სამიზნე უჯრედებს. თუმცა, ეს ტექნოლოგია არც თუ ისე სრულყოფილია, როგორც ამას ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიის წამომადგენლები ამტკიცებენ. გენური ინჟინერიის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ გეტყვით დანამდვილებით, თუ სამიზნე დნმ-ში რა ადგილას მოხვდება გადასანერგი კომპექტის ჩანერგვა. ანუ ეს არის ბრმა, შემთხვევითი პროცესი, რომელიც ან გაამართლებს ან არა.


რატომ ინტერესდებიან   გმო -ით და რატომ გამოჰყავთ ისინი?
ბიოტექნოლოგიური ინდუსტრია დიდი ენთუზიაზმით ეკიდება გენური ინჟინერიის დანერგვას სოფლის მეურნეობაში და ამტკიცებს, რომ იგი მომხმარებელს უზრუნველყოფს უხვმოსავლიანი, იაფი და ხარისხიანი პროდუქციით და შეამცირებს პესტიციდების მოხმარებას.

ბიოტექნოლოგიურმა კომპანიებმა მძლავრი ლობირება განახორციელეს აშშ-სა და კანადის მთავრობებზე, რათა გმ მცენარეები მეცნიერული კონტროლის გარეშე დანერგილიყო. ისინი ამტკიცებენ, რომ რადგან გმ-საკვების ძირითადი მახსიათებლები გარეგნულად მსგავსია მისი არა-გენმოდიფიცირებული ანალოგების, გამოდის, რომ გმ საკვები ფაქტიურად იგივეა, რაც არა-გენმოდიფიცირებული. 


ბიოტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ საკმაოდ წარმატებულად მოახდინა “თვისობრივი ექვივალენტობის” მიდგომის დანგრევა და გამოყენება. ამის საშუალებით მათ მოახერხეს თავიანთი პროდუქტები ყოველგვარი ხანგრძლივი ექსპორტირდება სხვადასხვა ქვეყნებში ნიშანდების ან სხვა. საიდენთიფიკაციო ინფორმაციის გარეშე.   ეს არის პროდუქტი , რომელიც არ ლპება რამდენიმე კვირის განმავლობაში. არის უფრო დიდი ზომის, გამოიყურება უკეთესად, მაგრამ მასში აღარ არის სასარგებლო ნივთიერებები.         
      
რით განსხვავდება გმო-ორგანიზმები სელექციის გზით მიღებული ორგანიზმებისაგან?

გმ ტექნოლოგია არ არის სოფლის მეურნეობის ჩვეულებრივი მეთოდების უბრალო განვრცობა, ის რადიკალურად განსხვავდება მცენარეთა და ცხოველთა სელექციის ტრადიციული მეთოდებისგან.

 მიუხედავად ბიოტექნოლოგიური კომპანიების მტკიცებისა, რომ გენური ინჟინერია არის საკვების წარმოებისა და სელქციის ტრადიციული მეთოდების უბრალო გაგრძელება და გაუმჯობესება, სინამდვილეში რა თქმა უნდა, ეს ასე არაა! როგორც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერაფრით ვერ მოვახერხებთ სელექციის მეთოდებით პომიდორში მწერის ან თევზის გენეტიკური კოდის შეტანას. საკვების, მაგალითად: პურის ან მაწვნის, დამზადებისას ჩვენ ვიყენებთ არა ადამიანის მიერ სახელცვლილ მუტანტებს, არამედ ბუნებრივ მიკროორგანიზმებს. გენური ინჟინერიის დროს მეცნიერები იყენებენ ძალისმიერი შეჭრის ანუ ინვაზიის მეთოდს, რათა უცხო გენის მონაკვეთი ჩანერგონ მასპინძელ დნმ-ში. ბუნებრივი სელექციის დროს ორივე მშობლის გენეტიკური კოდი უცვლელად გადაეცემა შთამომავლობას,მაშინ როდესაც გენური ინჟინერიით მიღებულ შთამომავლობაში იმდენადაა სახეცვლილი გენების მონაკვეთები, რომ ძნელი გამოსაცნობია რა თვისებებს გამოავლენს მომავალში. ამიტომ ამ ორი სრულიად განხვავებული მეთოდის ერთმანეთთან გაიგივება დიდი შეცდომაა. 



არის თუ არა გმო-ორგანიზმები სტაბილური?
არცერთ კვლევას არ დაუდასტურებია ასეთი მცენარეების ხაზების სტაბილურობა. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურ გენურ კონსტრუქციებს შეუძლია დაიშალოს და კვლავ გაერთიანდეს არასწორად, მათ შორის შესაძლებელია სხვა გენეტიკურ მასალასთან მიერთებაც. შედეგად კი ვიღებთ ახალ, სრულიად არაპროგნოზირებად კომბინაციებს.
 გენმოდიფიცირებული ხაზების არასტაბილურობა საყოველთაოდაა ცნობილი და თავად ინდუსტრიაც აღიარებს მას, როგორც მუდმივ პრობლემას. მომავალ თაობებში შეცდომები მრავლდება და იწვევს მოულოდნელ ეფექტებს. ეს სრულებით არ გავს გენების ბუნებრივ, სტაბილურ კომბინაციებს, რომლებიც არსებობდა ყველა ორგანიზმში მრავალი მილიონი წლის განმავლობაში.
 გარდა ამისა, თავად ტექნოლოგია არაა სრულყოფილი. გენების ჩასმის მეთოდები გამართლებაზეა დამოკიდებული. მრავალი გასროლაა საჭირო, რომ ერთი მაინც გამოდგეს წარმატებული. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მეცნიერებს არც შედეგების კონტროლირება შეუძლიათ და არც წინასწარ იმის განჭვრეტა თუ რა შეიძლება მოხდეს. ამის მიზეზი არის ის რომ დნმ-ისა და გენების მოქმედების მეცნიერული საფუძვლები ჯერ კიდევ უცნობია. იმის საპირისპიროდ რასაც ბიოტექნოლოგიის მხარდამჭერები ამტკიცებენ, მათი ტექნოლოგია

მცდარ შეხედულებებზეა დაფუძნებული. რედუქციონისტული აზროვნების შედეგია, რომ თითქოს გენები არის მარტივი კოდი და რომ, ერთი გენი პასუხისმგებელია ერთი ნიშან-თვისების გამოვლენაზე. პირიქით, გენები მოქმედებენ ერთობლიობაში და იმყოფებიან ერთმანეთის და მთელი სისტემის გავლენის ქვეშ. ორგანიზმის დნმ-ში შეჭრა და მასში უცხო გენის ჩანერგვა წარმოშობს არეულობას და მუტანტებს არაპროგნოზირებადი ეფექტებით. სანამ გენებს შორის ეს ურთიერთდამოკიდებულებები სრულყოფილად არ იქნება შესწავლილი, მანმადე ნებისმიერი ექპერიმენტი წარუმატებლად დამთავრდება. ასეთი შედეგები კი უკვე მრავლად გვაქვს. მაგალითისთვის კმარა ის შემთხვევაც, როდესაც მეცნიერებმა ადამიანის ზრდის ჰორმონის გენი გადანერგეს თაგვში, შედეგად მიიღეს უზარმაზარი თაგვი. მაგრამ როდესაც იგივე გენი გადანერგეს ღორში, მიიღეს არა დიდი, არამედ ავადმყოფი, ჯუჯა და ელამი ცხოველი. ანალოგიური შემთხვევა იყო ორაგულთან დაკავშირებით. მეცნიერებმა გადანერგეს მის დნმ-ში ზრდის გენი კიტრიდან და მიიღეს ორაგული, რომელიც მართლაც გაიზარდა სწრაფად, მაგრამ მისი ხორცი გამწვანდა.

არის თუ არა უსაფრთხო გმო პროდუქტი?

წარუმატებელი აღმოჩნდა ფლავრ სავრის პომიდორი, რომლიც 1994 წელს იქნა დანერგილი და შეიქმნა იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ დამპალიყო. მისი მწარმოებული კომპანია კალგენი აცხადებდა რომ ფლავრ სავრის გმ პომიდორი ისეთივე უსაფრთხო იყო, როგორც ჩვეულებრივი გზით მიღებული პომიდორი. თავდაპირველად ისინი საკმაოდ კარგად იყიდებოდა და ხელმისაწვდომი იყო 2500 მაღაზიაში. თუმცა, რამდენიმე თვეში მისი წარმოება დიდ პრობლემებთან აღმოჩნდა, რადგან გმ პომიდორი იყო ძალიან რბილი, ადვილად იჟეჟებოდა, თავად მცენარეც კი არ იყო საღი. ასევე, მომხმარებლები უჩიოდნენ მის უცნაურ მეტალისებულ გემოს. შედეგად 1994 წლისათვის ფლავ სავრის პომიდორმა სრული კრახი განიცადა, რის გამოც ამოღებულ იქნა გაყიდვიდან. 



როგორც ფლავ სავრის პომიდორი ასევე მრავალი სხვა გმ პროდუქტი ექსპორტირდებოდა აშშ-ში. შედეგად 1989 წელს ამერიკას ახალმა უცნობმა დაავადებამ გადაუარა. დაავადებულები უჩიოდნენ კუნთების მწვავე ტკივილს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს, კანის შეშუპებასა და ქავილს. რამდენიმე თვის განმავლობაში 5000 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული, 37 გარდაიცვალა და 1500 სამუდამოდ დაინვალიდდა. ექიმებმა ამ დაავადებას ეოზინოფილური სინდრომი უწოდეს, თუმცა ჩიხში იყვნენ მომწყვდეულები მანამ, სანამ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა არ აღმოაჩინა, რომ ყველა დაავადებულს ერთი და იგივე მარაზიების ქსელში ლ-ტრიფტოფანის შემცველი საკვები ჰქონდა მიღებული. შემდგომი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ეს იაპონური კომპანიის (შოვა დენკო) მიერ წარმოებული გენმოდიფიცირებული ტრიფტოფანი იყო. აქედან გამომდინარე, დანამდვილებით არ შეიძლება ითქვას, რომ გმ პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. პირიქით, ის შეიძლება ძალიან საშიშიც კი იყოს და როგორც ექპერტები ირწმუნებიან გამოიწვიოს მრავალი ახალი დაავადებები.
 რა რისკ- ფაქტორები ახლავს თან გმო- ორგანიზმების  გარემოში გავრცელებას?

  გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკურ რისკები
 1996 წლიდან გმ მცენარეების წარმოების ზრდასთან ერთად იზრდებოდა მისი მოწინაარდეგეების რიცხვიც, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ იმ მოსალოდნელი საფრთხეებით, რომლებიც შესაძლოა გმ მცენარეების გამოყენებას მოჰყოლოდა.
 გენები გმ მცენარეებიდან შესაძლოა გადავიდეს ამ მცენარის გარეულ ნათესავებზე. ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ანგარიშში: “გმ ორგანიზმები: ჯვარედინი დამტვერვით გენების გადაცემის მნიშვნელობა” აღნიშნულია, რომ ზეთოვანი რიფსიდან და შაქრის ჭარხლიდან, მათ ველურ ნათესავებზე გენების გადაცემის საშიშროება ძალიან მაღალია. ასევე, პარაზიტმა მწერებმა შესაძლოა გამოიმუშაონ იმუნიტეტი ბტ-მცენარეებისადმი ( ანუ პესტიციდ-მცენარეებისადმი, რომელთა მოდიფიცირება ხდება იმ მიმართულებით, რომ ისინი თავიანთ ქსოვილში გამოიმუშავებენ მავნე მწერებისადმი დამღუპველ ტოქსინს.), რაც ამცირებს ასეთი მცენარეების ვარგისიანობას და არსებული ბტ-ინსექტიციდების ეფექტურობას. რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ბიოლოგიურ მეცნიერებაზე და ფერმებზე, რომელთაც იყენებენ მავნებლების მართვის ინტეგრირებულ მეთოდებს და მდგრადი სოფლის მეურნეობის სხვა საშუალებებს. ბუნებრივი წამოშობის ბტ-პესტიციდები, რომელიც არა-გმო ფერმერებისთვის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი საშუალებაა, უვარგისი ხდება და მწერები მათ მიმართ მდგრადობას იძენენ.
 გენური ინჟინერიის მხარდამჭერები ირწმუნებიან, რომ ბტ-მცენარეები შეამცირებენ პესტიციდების გამოყენების საჭიროებას და ამავდროეულად მავნე ზემოქმედებას გარემოზე. თუმცა, ოპონენტები და მათ შორის მეცნიერები, ირწმუნებიან, რომ აუცილებელია მათი ტესტირება, რადგან ბტ-ტოქსინი შეიძლება მავნე და ალერგიული იყოს ადამიანებისთვისაც. გარდა ამისა ეს მცენარეები შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს არასამიზნე მწერებსა და უხერხემლო ორგანიზმებზე. 1999 წელს კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გენური ინჟინერიით მიღებული ბტ-სიმინდის მტვერს შეეძლო პეპელა მონარქის მოკვლა. გარდა პეპლებისა ბტ-მცენარეები გავლენას ახდენენ სასარგებლო მწერებზე, მაგ: ჭიამაიაზე.
 გენური ინჟინერიის ერთ-ერთი მიღწევაა ჰერბიციდებისადმი მდგრადი მცენარეების შექმნა, რომელიც პირველად გაყიდვაში 1974 წელს მონსატომ შემოიტანა(ცნობილია რაუნ-აფის სახელით). ის ფართოდ იყო რეკლამირებული როგორ უსაფრთხო, ეფექტური და გარემოსთვის შედარებით უვნებელი. ის საკმაოდ პოპულარული გახდა, რაც განპირობებული იყო მისი პრაქტიკულობით, ფერმერებს არ უხდებოდათ მიწის მოხვნა და პირდაპირ ასხურებდნენ ჰერბიციდს სარეველებს. მაგრამ კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ჰერბიციდების ჭარბი გამოყენება გააძლიერებს მათ მიმართ სარეველების მდგრადობას, ეს კი გამოიწვევს უფრო მეტი გლიფოსატის ( გმ ჰერბიციდის სახელწოდება) მოხმარებას, რის შედეგადაც საკვებში ქიმიკატების შემცველობა გაიზრდება. ეს მართლაც ასე მოხდა, ჰერბიციდებისადმი მდგრადმა მცენარეებმა კიდევ უფრო გაზრდა მოთხოვნა ქიმიკატებზე, რამაც საფრთხე შეუქმნა საკვებისა და სასმელი წყლის სისუფთავეს. 1999 წელს აშშ-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც განხილული იყო 8200 სამეცნიერო კვლევის შედეგები აღმოჩნდა, რომ ფემერები, რომლებიც თესავდნენ რაუნდ-აფ რედი სოიოს, 2,5ჯერ მეტ ჰერბიციდს იყენებდნენ, ვიდრე ტრადიციული სოიოს მწარმოებელი ფერმერები.
 მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საშიშროება, ჰერბიციდებისადმი მდგრადობის განმსაზღვრელი გენები დამტვერვის გზით შესაძლოა გადაეცეს მონათესავე მცენარეების ველურ ჯიშებს. სწორედ ამის შედეგი იყო რომ კანადაში კანოლას გამოუმუშავდა სამი სხვადასხვა ჰერბიციდადმი მდგრადობა. რაც გამოწვეული იყო ჯვარედინი დამტერვით. სამი სხვადასხვა სახის კანოლადან, თითოეული მდგრადი იყო ერთი კონკრეტული ჰერბიციდისადმი. ასეთ სუპერსარეველას აღმოფხვრა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ ფერმერებს. ისინი პოტენციურ საფრთხეს უქმნიან ადგილობრივ მცენარეებს, ეკოსისტემასა და ბიომრავალფეროვნებას.
 ასევე საზიანოა გმ მცენარეები ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათ შესაძლოა გამოიწვიონ ახალი ალერგიები. გენურ ინჟინერიას შეუძლია გადაიტანოს პროტეინები ერთი სახეობის ორგანიზმიდან განსხვავებულ ორგანიზმში. გენური ინჟინერიის გზით პროტეინები ხვდებიან კვების პროდუქტებში ისეთი ორგანიზმებიდან ( ისეთი სახეობებიდან), რომლებიც ადრე არასდროს ყოფილან გამოყენებული საკვების სახით, მაგალითად ვირუსებიდანაც კი. სწორედ ამ სახეობის პრეტეინები იწვევენ ალერგიებს.
 გარდა ამისა არსებობს მეორე საფრთხე რომელსაც წარმოშობს ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი გენები. მათმა არსებობამ საკვებში შესაძლოა შეამციროს ანტიბიოტიკების ეფექტურობა მკურნალობის პროცესში. ( ასეთ გენებს ბიოტექნოლოგიური კომპანიები მარკერების სახით იყენებენ, რათა გამოავლინონ ჩაინერგა თუ არა ახალი თვისება მოდიფიცირებულ პროდუქტებში). შეშფოთება გაიზარდა 2002 წლიდან, როდესაც ბრიტანელი მეცნიერების ცდამ აჩვენა, რომ გენურად მოდიფიცირებული დნმ-ი საკვებიდან შეიძლება მოხვდეს ადამიანის ნაწლავის ბაქტერიაში და საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას. თუ ასეთი “მარკერები” გენებიდან მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, ადამიანი გახდება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი. 


დანართი N3                                            
არის თუ არა საქართველოში გმო?                                                                                                            

საქართველოში გმ-ო  იმპორტის შესახებ პირველი გახმაურებული შემთხვევა 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც მოხდა კომპანია „მონსანტოს“ტრანსგენური Bt კარტოფილის შემოტანა და მოყ ვანა. შემოტანილი იქნა 148    ტონა, რომელიც გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.გასულ წლებში განხორციელდა სიმინდისა და სოიოს შემოტანა აშშ-დან.საქართველოში შემოდის სხვადასხვა  ქვეყნებიდან საკვები  და ფარმაცევტული პროდუქტები. ცნობილია, რომ მწარმოებლები ფართოდ იყენებენ დანამატებს, რომელთა შორის დიდი ალბათობით შეიძლება იყოს გმ-დანამატები. მათ შორისაა სოიოს დანამატები, რომელიც ფართოდ გამოიყენება ხორცის ძეხვეულის, რძის პროდუქტების წარმოებაში , აქედან გამომდინარე შეიძლება გამოვიტანოთ    დასკვნა, რომ   საქართველოში  გმ- ორგანიზმების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. 
                 
არსებობს თუ არა საქართველოში  მარეგულირებელი სისტემა გმო-ს ბიოუსაფრთხოების თვალსაზრისით? 

დღეისათვის საქართველოში არცერთი საკანონმდებლო აქტი არ მოქმედებს, რომელიც მოახდენდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირებას. 1994 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციას. 2005წელს შემუშავებული იქნა „ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“.ამ გეგმის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო კარტახენას ოქმის რატიფიკაციისთვის  მომზადება, ასევე უნდა შექმნილიყო სათანადო ლაბორატორიული ბაზა გმო კონტროლისათვის.