| |
მასწავლებელი: ნესტან კაკაურიძე
| |
საგანი: ბიოლოგია
|
კლასი- IX
|
თემა: რა არის გლობალური დათბობა და როგორ შეიძლება მისი შედეგების თავიდან აცილება?
|
დრო-45 წთ.
|
მოსწავლეთა პროფილი: 10 მოსწავლე, მათ შორის სსსმ მოსწავლე არ არის.
| |
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე გააცნობიერებს გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებს, მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით იმსჯელებს გლობალური დათბობით გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეებზე და დასახავს ამ პრობლემის თავიდან აცილების გზებს.
| |
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი.
| |
შედეგი: მოსწავლეები გაიაზრებენ გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეებს და მოიპოვებენ ინფორმაციას სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის შესახებ, იმსჯელებენ მისი თავიდან აცილების გზებზე.
| |
სტანდარტი: ბიოლ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ბიოლ IX.9.1 მოიპოვებს ინფოსმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანტროპოგენური ფაქტორის ზემოქმედების შესახებ.
ბიოლ: IX.9.2 ასახელებს ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოს ლოკალური და გლობალური ცვლილებების მაგალითებს. გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ.
კვლ.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო სასუალებების გამოყენებით.
| |
წინარე ცოდნა: ეკოსისტემა. ეკოსისტემაზე მოქმედი ფაქტორები. ბიოგეოქიმიური ციკლი. ნახშირბადის ციკლი.
| |
შეფასება და თვითშეფასება: განმსაზღვრელი, განმავითარებელი, ჯგუფური და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები, ურთიერთშეფასება.
| |
სასწავლო რესურსები: დაფა ,ცარცი, IX კლასის სახელმძღვანელო, PPT პრეზენტაცია. ლეპტოპი, პროექტორი, ინტერნეტ მასალები. ანიმაციური ფილმი „ბალანსი, წონასწორობა“. თვალსაჩინოება: ნახშირბადის ციკლის სქემა.
| |
I ფაზა - გამომწვევის ფაზა. აქტივობაN1: მისალმება და მიზნის გაცნობა ორგანიზების ფორმა-მთელი კლასი,ხანგრძლივობა- 2 წუთი.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა დაინტერესება. აქტივობის აღწერა: გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს. წავიკითხავ შესაბამისი ტონითა და ინტონაციით, რომ მოსწავლის ყურადღება არ გაიფანტოს. შედეგი: მოსწავლეებს დააინტერესებთ ახალი გაკვეთილის თემა და ის მიზნები,რომელთა მიღწევაც უნდა შეძლონ ამ გაკვეთილზე. აქტივობა N2: გონებრივი იერიში. ორგანიზების ფორმა-ინდივიდუალური, ხანგრძლივობა-10 წუთი.
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება. აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ვსვამ მაპროვოცირებელ შეკითხვებს. 1 .რას ეწოდება ეკოსისტემა? 2. დაასახელეთ ეკოსისტემაზე მოქმედი ფაქტორები.
3. განმარტეთ ტერმინი „ბიოგეოქიმიური ციკლი“.
4. რა წარმოადგენს ნახშირბადის ბიოტურ რეზერვუარებს? 5. წარმოადგენს ნახშირბადის აბიოტურ რეზევუარებს?
6. რომელი პროცესები უწყობს ხელს ნახშირბადის გარემოში მიმოქცევას? 7. რომელ რეზერვუარს - ბიოტურს თუ აბიოტურს მიაკუთვნებენ საწვავის საბადოებს? 8. არიან თუ არა ისინი ჩართულნი ნახშირბადის ბუნებრივ ციკლში?
შედეგი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას და გაეზრდებათ მოტივაცია. აქტივობა N3: საშინაო დავალების პრეზენტაცია. ხანგრძლივობა - 10 წუთი. ორგანიზების ფორმა - ჯგუფური.
აქტივობის მიზანი: მოძიებული ინფორმაციის საშუალებით მოსწავლეები გააცნობიერებენ და იმსჯელებენ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი ზრდის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ ინფორმაციის მოპოვება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცეენტრაციის მკვეთრი ზრდის გამომწვვი მიზეზების შესახებ.
დავყოფ მოსწავლეებს 5კაციან ჯგუფებად (2 ჯგუფი ) და დაურიგებ ბარათებს ჯგუფში მსჯელობისათვის. კლასს წარუდგენ თვალსაჩინოებას ნახშირბადის ციკლის სქემას. ვთხოვ ჯგუფებს სქემის გამოყენებით შეასრულონ დავალება.
ბარათი 1. - დააკვირდი ნახშირბადის ციკლის სქემას: რამ შეიძლება გამოიწვიოს ნახშირბადის კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში?
- კარბონატების შემცველი ნახშირბადი უფრო სწრაფად ერთვება ბიოგეოქიმიურ ციკლში თუ ატმოსფერული ნახშირორჟანგის შემადგენლობაში შემავალი?
ბარათი 2. - დააკვირდი ნახშირბადის ციკლის ილუსტრაციას და დაასახელე ის ერთადერთი პროცესი, რომელიც ამცირებს ნახშირორჟანგის კონცენტრაციას ატმოსფეროში?
- რა კავშირს ხედავ ტყეების ფართობის შემცირებასა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდას შორის?
ჯგუფში ხდება ლიდერის არჩევა, მოძიებული ინფორმაციის გაცვლა, შეჯერება. ჯგუფიდან ერთი ლიდერი აკეთებს პრეზენტაციას. დრო - 3 წთ.
ურთიერთშეფასება ხდება ქულებით და კომენტარებით.. პრეზენტაციის რუბრიკის მიხედვით. (იხილეთ დანართი 1). შეფასების ფორმა განმსაზღვრელი, განმავითარებელი.
შედეგი: მოსწავლეები გაიაზრებენ და იმსჯელებენ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი ზრდის გამომწვევ მიზეზებზე.
II ფაზა -სიღრმისეული წვდომა. აქტივობა N4. მინი ლექცია. ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი. ხანგრძლივობა -10 წუთი. აქტივობის მიზანი: სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზებისა და მოსალოდნელი შედეგების გაცნობა.
აქტივობის აღწერა: მინი ლქციის საშუალებით მოსწავლეებს გავაცნობ სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებს. ვიდეო რგოლის საშუალებით ვაჩვენებ იმ უარყოფით შედეგებს და მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც შეიძლება მოჰყვეს სათბურის ეფექტსა და გლობალურ დათბობას.გავამახვილებ ყურადღებას საერთაშორისო კვლების შედეგებზე, კერძოდ იმ 10 მსოფლიო საოცრებაზე, რომელსაც გლობალურო დათბობის გამო 2030 წლისათვის გაქრობა ემუქრება. (დანართი 2).
შედეგი: გაიაზრებენ სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებს.
აქტივობა N5. არგუმენტირებული დისკუსია . ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი. ხანგრძლივობა - 9 წუთი.
აქტივობის მიზანი: გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზებისა და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების გზების ძიება.
აქტივობის აღწერა: ვუსვამ კლასს მაპროვოცირებელ კითხვებს:
- რა ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები შეიმჩნევა დღეს დედამიწაზე, რატომ უწოდებენ მათ გლობალურ პრობლემებს და როგორ უნდა აიცილოს კაცობრიობამ ეს საფრთხე?
კლასში აღნიშნული პრობლემის ირგვლივ იმართება დისკუსია.
შედეგი: მოსწავლეები გაიაზრბენ გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებს, დასახავენ ამ პრობლემის მოგვარების გზებს .
III ფაზა-რეფლექსია აქტივობა N6. ანიმაციური ფილმის „ბალანსი, წონასწორობა“ ჩვენება. ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი. ხანგრძლივობა - 6 წუთი.
აქტივობის მიზანი: ბუნებაზე ადამიანის მომხვეჭელური დამოკიდებულების გამო ბალანსისა და წონაწორობის დარღვევის გაცნობა.
აქტივობის აღწერა: ანიმაციური ფილმის საშუალებით მოსწავლეებს ვაჩვენებ თუ რა ბალანსი და წონასწორობა არსებობდა ადამიანებსა და ბუნებას შორის და როგორ დაირღვა ის ადამიანის ბუნებისადმი მომხვეჭელური დამოკიდებულების გამო. მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ თუ, როგორ ცდილობს ბოლოს ადამიანი ამ ბალანსის აღდგენას. იმსჯელებენ ფილმის გარშემო და გააკეთებენ დასკვნას. ( იხ. დანართი 3 )
შედეგი: მოახდენენ მიღებული ცოდნის რეფლექსიას, თუ რამდენად გაიგეს ახალი მასალა. შეფასება განმავითარებელი,განმსაზღვრელი. შეფასების რუბრიკების მიხედვით. აქტივობაN7 საშინაო დავალების ინსტრუქციის მიცემა.ხანგრძლივობა - 2 წუთი. დავალება: მოამზადონ რეფერატი და მომდევნო გაკვეთილისათვის წარმოადგინონ კლასის წინაშე „საქართველოში სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის მოსალოდნელი საფრთხების და მათი თავიდან აცილების გზების შესახებ“.
|
0 კომენტარი:
Post a Comment